სასამართლო აქტები
01/06/2020
მიერ დელეგირება არ გულისხმობს დელეგირებული უფლებამოსილების მქონე
ორგანოსთვის უპირობო თავისუფლების მინიჭებას. კონსტიტუციის ძირითადი იდეა ადამიანის
უფლებების დაცვაა და, შესაბამისად, შეუძლებელია, იგი ორგანოს ანიჭებდეს უპირობო ან/და
აბსოლუტურ თავისუფლებას იმ ურთიერთობების დარეგულირების პროცესში, რომლებიც
ეხება კონსტიტუციით განმტკიცებულ უმთავრეს ღირებულებებს - ადამიანის ძირითად
უფლებებს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15
თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“,
II-25).
შესაბამისად,
დელეგირებული
უფლებამოსილების მქონე ორგანოს აქვს კონსტიტუციური ვალდებულება, არაგონივრულად,
არაპროპორციულად არ შეზღუდოს ესა თუ ის უფლება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ
არსებობს
შესაძლებლობა,
შემოწმდეს
მიღებული
თითოეული
გადაწყვეტილების
კონსტიტუციურობა
მატერიალურ-სამართლებრივი
თვალსაზრისით,
საფუძველშივე,
პრინციპულად არასწორია ამგვარი მნიშვნელობის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებდეს
სათანადო საკანონმდებლო კომპეტენციის არმქონე ორგანო.
40.
საქართველოს
კონსტიტუციის
მე-17
მუხლის
მე-7
პუნქტის
მიხედვით,
„მედიაპლურალიზმის დაცვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აზრის გამოხატვის
თავისუფლების რეალიზების, მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა
მონოპოლიზაციის თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მაუწყებლობისა და
ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა და მეწარმეთა უფლებების
დასაცავად შექმნილი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ინსტიტუციური და ფინანსური
დამოუკიდებლობა გარანტირებულია კანონით“. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი ეროვნული
მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას.
ამავე მუხლის პირველი პუნქტის და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
საქმიანობას არეგულირებს კომისია.
41.
ამრიგად,
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული
კომისია
უაღრესად
მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის
შესაბამისად, მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომხმარებელთა
და მეწარმეთა ინტერესების დაცვა აკისრია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ეჭვქვეშ არ აყენებს კომისიის ლეგიტიმურობასა და მის მიერ საქართველოს კონსტიტუციითა
და კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების სათანადოდ შესრულების მნიშვნელობას.
თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება გულისხმობს
აზრის/ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას მისი შინაარსის გათვალისწინებით.
ინფორმაციის შინაარსობრივი ფილტრაცია და იმის განსაზღვრა, თუ რომელი ინფორმაციის/
აზრის გავრცელების შეზღუდვა არის კონსტიტუციურად გამართლებული, კანონის
მიღებისათვის დამახასიათებელი გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, უმაღლესი
საკანონმდებლო ორგანოს მიერ უნდა ხდებოდეს და ამ საკითხთან დაკავშირებით,
ნებისმიერი
სხვა
ორგანოს
შემოთავაზებული
სტანდარტები
თავისთავად
არაავტორიტეტულია.
42. შ��საბამისად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის მოწესრიგების
უფლებამოსილების დელეგირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17
მუხლის ფორმალურ მოთხოვნებს. კანონით გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი
რეგულირების დაწესების ლეგიტიმური ალტერნატივა არ არის საკითხის მოწესრიგების
დელეგირება. მაშასადამე, საქართველოს პარლამენტის მიერ უფლებამოსილების
დელეგირება სხვა ორგანოს არ აძლევს ზემოთ ხსენებული საკითხის მოწესრიგების
ლეგიტიმაციას და იმთავითვე საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოა.
43. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, მხედველობაში იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ
განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები არა მხოლოდ განსაზღვრავს
პროდუქციის დაუშვებლობას, არამედ - ადგენს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების
აღმოფხვრის აღსრულების წესებსაც. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებით დადგენილია,
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
14/19
Seleccionar párrafo de destino3
Conectar a un párrafo
Connect to an entity
Disable highlights
Añadir a la tabla de contenidos