სასამართლო აქტები 01/06/2020 საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ცალსახად უთითებს, რომ არჩევნებში მონაწილეობისათვის წარსადგენ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა უნდა განისაზღვროს ორგანული კანონით) ან/და საქართველოს პარლამენტი ახდენს მისი უფლებამოსილების ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ნაწილის დელეგირებას (მაგალითად, საერთოდ არ იღებს საარჩევნო კოდექსს და ა.შ.)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78). შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების დელეგირების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის ერთნაირი. გარკვეული კატეგორიის/ შინაარსის საკითხების მოწესრიგების დელეგირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად მოსაწესრიგებელი საკითხის არსი განაპირობებს. 34. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმებით, ერთი მხრივ, ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების იმპლემენტაციის და ტექნიკური აღსრულების წესები. საქართველოს კონსტიტუცია expressis verbis არ კრძალავს პარლამენტის მიერ გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის დელეგირებას. შესაბამისად, უნდა შეფასდეს, სადავო ნორმებით რამდენად არის მოწესრიგებული ისეთი საკითხები, რომლის რეგულირება საქართველოს პარლამენტის ფუნდამენტურად მნიშვნელოვან უფლებამოსილებას წარმოადგენს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე დელეგირება დაუშვებელია. ამ მიზნით, აუცილებელია, გაანალიზდეს გამოხატვის თავისუფლების დანიშნულება და როლი ძირითადი კონსტიტუციური პრინციპებისა და ღირებულებების კონტექსტში. 3.2. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების კონსტიტუციით დასაშვები ფარგლები 35. როგორც უკვე აღინიშნა, უდიდესია გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა როგორც დემოკრატიული საზოგადოებისათვის, ისე თითოეული ადამიანის პიროვნული ავტონომიისა და თვითრეალიზაციისათვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ და ფუნქციურ ელემენტს წარმოადგენს, ის საზოგადოების განვითარების, ადამიანის უფლებების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. [...] ამ უფლებით თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის № 2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). „დემოკრატიის პრინციპს უკავშირდება ინფორმაციისა და აზრის თავისუფლება, რადგანაც ინფორმაციული ვაკუუმისა და აზრის შეზღუდვის პირობებში, წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა და დემოკრატიული კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის სიცოცხლისუნარიანობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-4). 36. მაშასადამე, გამოხატვის თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დისკუსიისა და აზრთა ჭიდილის უზრუნველყოფა. აღნიშნული უფლება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია სადავო ნორმების საფუძველზე განსაზღვრავს, თუ რა https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 12/19

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières