სასამართლო აქტები 01/06/2020 9. მაშასადამე, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და ამავე მუხლის მე-2 პუნქტი აღიარებს აზრის, ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებისა და მიღების უფლებას, რაც მოიცავს სასურველი ფორმით და საშუალებებით ინფორმაციის მიმოცვლას განსაზღვრულ თუ განუსაზღვრელ პირთა ჯგუფთან. 2. სადავო ნორმის შინაარსი, ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში 10. სადავო ნორმები ადგენს ინტერნეტდომენის გამცემის და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით. 11. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელ პროდუქციად მიიჩნევა, „ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია“. ამდენად, დაუშვებელი პროდუქცია წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით გადაცემული/ გადაცემადი ინფორმაციის შინაარსობრივ კლასიფიკატორს. უფრო კონკრეტულად, ინფორმაციის დაუშვებელი პროდუქციისადმი კუთვნილების საკითხი შესაძლოა გაირკვეს მხოლოდ ამ ინფორმაციის შინაარსობრივი ანალიზის და შეფასების შედეგად. კერძოდ, შინაარსობრივ შეფასებას საჭიროებს იმის დადგენა, განეკუთვნება თუ არა ესა თუ ის პროდუქცია პორნოგრაფიას, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემულ სხვა პროდუქციას. 12. დაუშვებელ პროდუქციას მიკუთვნებული ინფორმაცია, შესაძლოა, გავრცელდეს ელექტრონული კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. თუმცა განსახილველ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ინტერნეტის (გლობალური კომპიუტერული ქსელის) ტექნიკურ საშუალებაზეა კონცენტრირებული. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე არ დავობს დაუშვებელი პროდუქციის ქვეშ მოაზრებული ყოველი შინაარსობრივი კატეგორიის გავრცელების შეზღუდვის კონსტიტუციურობის თაობაზე. სახელდობრ, მოსარჩელისთვის სადავო ნორმები პრობლემურია იმდენად, რამდენადაც შესაძლოა, შეზღუდვას დაექვემდებაროს (სავარაუდოდ) სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო ინფორმაციის გავრცელება ინტერნეტის საშუალებით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმებ��ს შემზღუდავ ბუნებას საკონსტიტუციო სასამართლო სწორედ ამ კონტექსტში გამოიკვლევს. 13. რეგლამენტის 103 მუხლი არეგულირებს ინტერნეტდომენის გამცემის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინტერნეტდომენის გამცემი პერიოდულად ამოწმებს მის მიერ რეგისტრირებულ ინტერნეტგვერდების შინაარსს იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილოს ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება. ასეთის შემთხვევაში, დომენის გამცემმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები მათ აღმოსაფხვრელად. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დომენის მფლობელი განსაზღვრულ დროში არ ამოიღებს დომენის რეგისტრატორის მიერ დაუშვებელ პროდუქციად შეფასებულ მასალას, ეს უკანასკნელი ვალდებულია, დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ7 თანახმად, ვებგვერდი არის „საერთო კომპიუტერული ქსელის ჰიპერტექსტური რესურსი დაწერილი HTML/XHTML ენაზე ან სხვა ვებრესურსების ორგანიზების მეთოდით, რომელიც შედგება თემატურად დაკავშირებული ინტერნეტგვერდებისა და გამოსახულებებისაგან“. უფრო კონკრეტულად, ინტერნეტგვერდი (ვებგვერდი) არის სპეციალური პროგრამული ენ(ებ)ის გამოყენებით შექმნილი ობიექტი, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეს ინტერნეტზე წვდომის მქონე მომხმარებელი და ვიზუალურად ან/და აკუსტიკურად მარტივად აღქმადი ფორმით გაეცნოს მის შინაარსს. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 6/19

اختر الفقرة المستهدفة3

الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات