მოთხოვნა“, რაც ნიშნავს, რომ პასუხის გაცემის საშუალებები უშუალოდ მათ შეზღუდული აქვთ და ისინი ვალდებული არიან იზრუნონ სახელმწიფო სამსახურის ავტორიტეტზე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მათი რწმენა ანუ სახელმწიფო მოხელეები, სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით. ამიტომ მათი დაცვა სამართლებრივი გზით შეურაცხმყოფელი კრიტიკისაგან აუცილებელია ... (იხ. საქმე Janowski v. Poland,21.01.1999, ასევე, სახელმძღვანელო - ,,გამოხატვის თავისუფლება კონფლიქტურღირებულებათა სამართლიანი დაბალანსების კონტექსტში“, ავტორი - ევა გოცირიძე, თბილისი, 2007 წელი). სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმ თვალსაზრისითაც, რომ განსახილველ შემთხვევაში ტექსტის შინაარსის შესაბამისად, თავად იმ პირებისათვის, რომელთა მიმართაც იქნა გამოყენებული შეურაცხყოფის მიყენების განსახილველი ფორმა სოციალური ქსელში შეურაცხმყოფელის სტატუსის გამოქვეყნების სახით, მარტივად ამოსაცნობია საკუთარი თავი, პოლიციის უწყებაში დაკავებული სამსახურებრივი პოზიციების დასახელების შესაბამისად, ქ. ბათუმის სამმართველოს პოლიციის ..... განყოფილების უფროსი და პოლიციის …..... განყოფილების უფროსი, რაც თავად ….........-მაც დაადასტურა სასამართლო სხდომაზე, რომ სწორედ ეს კონკრეტული პოლიციელები ჰყავდა მას მიზანმიმართულად ამორჩეული, რომლებისთვისაც სურდა ასეთი ფორმით მიემართა, როგორც თავად განმარტავს, მისი და თავისი შვილის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი, უკანონო მოქმედებების მიზეზით. პალატა ასევე იზიარებს საქალაქო სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას …..............-ის მიერ ჩადენილი ქმედების ადმინისტრაციულ 173-ე მუხლის პირველი სამართალდარღვევათა კოდექსის მხოლოდ ნაწილით კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ის 173-ე გარემოება, რომ ასკ მუხლი წარმოადგენს ნორმას, რომლითაც დაცულია კონკრეტული სუბიექტების წრეში შემავალ პირთა (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, აღსრულების პოლიციელი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის რევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი) კანონით დაცული ინტერესები, პირადი ღირსება, პატივი და ავტორიტეტი და ამ მხრივ, მოცემული სამართლებრივი ურთერთობის რეგულირებისას, ასკ 173-ე მუხლი სპეციალური ნორმას წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 27

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents