სასამართლო აქტები 01/06/2020 საკომუნიკაციო საშუალება და მიიღოს ინფორმაცია ამგვარი საშუალების ტარიფებისა და მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე. იმავდროულად, განსახილველი მუხლი ადგენს მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დასადები ხელშეკრულებით სავალდებულოდ მოსაწესრიგებელ პირობებს. სხვაგვარად, არცერთი მათგანი, ირიბადაც კი, არ მიუთითებს, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვაში ან/და მომსახურების მიწოდების პირობებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი მოიაზრებს გამოხატვის თავისუფლების რეგულირებას. ამავე დროს, კანონმდებლობაში არ გვხვდება რომელიმე სხვა ნორმა, რომლის საფუძველზე კომისია აღჭურვილია ინტერნეტის საშუალებით განხორციელებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილებით. 52. წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის სადავო საკითხთან დაკავშირებით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება არ გადაუცია. 53. როგორც უკვე დადგინდა, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება. ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საკანონმდებლო დებულების არსებობის შემთხვევაშიც კი, პარლამენტის ამგვარი ნება არაკონსტიტუციური იქნებოდა. 54. ამდენად, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მიემართება რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით განსაზღვრულ სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველ, პირადი ცხოვრების შემლახველ, ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევ ან უზუსტო პროდუქციას. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის № 1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, 11, 12, 13, 14, 15, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, 81, 82, მე-11, 121, მე-13, მე-15 და მე-16 პუნქტების და 45-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ა დ გ ე ნ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი № 1275 („ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 17/19

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents