სასამართლო აქტები
01/06/2020
სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:
ა) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს ინტერნეტდომენის გამცემის უფლებამოსილებას, ინტერნეტგვერდზე
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებით
დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით
განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების
ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი,
უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში
მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა;
ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებით
დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით
განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების
ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი,
უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის განთავსების თაობაზე
მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;
გ) 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს
მომსახურების
მიმწოდებლის
შესაძლებლობას,
შეზღუდოს
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის № 3 დადგენილებით
დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ2 ქვეპუნქტით
განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების
ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი,
უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის შემცველი შეტყობინების
გადაცემა.
2. არაკონსტიტუციური ნორმები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე
გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პარლამენტს,
საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს
სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
18/19
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents