სასამართლო აქტები 01/06/2020 ერთი მხრივ, გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, მეორე მხრივ, შინაარსობრივი რეგულირების დამდგენი შეზღუდვის აღსრულების წესი. კერძოდ, სადავო ნორმებით შეზღუდულია დაუშვებელი პროდუქციის გავრცელება, ასევე განსაზღვრულია დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვის, მასთან დაკავშირებული საიმპლემენტაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ურთიერთობები. 44. საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საქართველოს პარლამენტის შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირების დამდგენი კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილება გადაანდოს სხვა სახელმწიფო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაციისა და აზრების გავრცელებაა დაუშვებელი, ხსენებული მოთხოვნის აღსასრულებლად საიმპლემენტაციო ღონისძიებების მოწესრიგების უფლებამოსილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე დელეგირება შესაძლოა, კანონის მოთხოვნების ეფექტურად შესრულებითაც იყოს ნაკარნახევი. დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შემზღუდველი მექანიზმების განსაზღვრა არ განეკუთვნება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას, მოიცავს მისი რეგულირების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს და საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია, მოახდინოს მისი სხვა ორგანოზე დელეგირება. 45. ამდენად, საქმის სრულყოფილად გადასაწყვეტად უნდა გამოირკვეს, არსებობს თუ არა აღნიშნული სადავო საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირების საკანონმდებლო ნორმა. ასევე აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების დელეგირების შინაარსის მატარებელი საკანონმდებლო ნორმები ცხადად უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ნორმის, შინაარსიდან მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს დელეგირების მიმნიჭებელი სუბიექტის ნება, განსახილველი საკითხის შესაბამისი ორგანოსთვის მოსაწესრიგებლად გადაცემის თაობაზე. 3.3. არსებული კანონმდებლობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე 46. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა უფლებამოსილების დელეგირების სამართლებრივ საფუძვლად რამდენიმე საკანონმდებლო ნორმაზე, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, 62-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებზე, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტსა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტზე მიუთითა. 47. „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველო კანონის მე-3 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ადგენს ტერმინ „რეგულირების“ საკანონმდებლო დეფინიციას და მისი მოწესრიგების სფერო ამით ამოიწურება. კერძოდ, ხსენებული ნორმის შესაბამისად, რეგულირება არის „შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, მონიტორინგის, კოორდინაციის, ზედამხედველობისა და სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება“. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებას და მეტიც, მიუთითებს, რომ რეგულირება, მათ შორის, ნიშნავს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამართლებრივი აქტების მიღებას. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიის წევრს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიის წევრის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 15/19

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents