ისევე,
როგორც
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევისათვის
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებათა გამოკვლევადადგენასა და შეფასებას.
პალატა განმარტავს, რომ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახდელი
დაედება
იმ
ნორმატიული
აქტით
დაწესებულ
ფარგლებში, რომელიც
ითვალისწინებს
პასუხისმგებლობას
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევისათვის
ამ
კოდექსის
და
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის
თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა არის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვაგინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება,
რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს და
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის
გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ
ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით
განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს
დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით.
სააპელაციო
სასამართლო
არ
იზიარებს
განსახილველ
სამართალდარღვევის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
გადმოცემულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ ........
მართებულად
იქნა
მიცემული
ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე
173-ე
და
მუხლებით
გათვალისწინებული
მართლსაწინააღმდეგო
ქმედების ჩადენის გამო.
სააპელაციო
პალატა
უპირველესად
მიზანშეწონილად
მიიჩნევს
განმარტოს, რომ კანონის ტექსტი, ჩვეულებრივ აბსტრაქტულია, რომლის
ზოგადი დებულებებიც განმარტებას მოითხოვს, რადგან ზოგადი ცნებები
ხშირად იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. ასეთ
შემთხვევაში უნდა მოხდეს სამართლის ნორმის განმარტება, რაც
გულისხმობს მის შინაარსში სწორად გარკვევას, იმის დადგენას, თუ რა
მოიაზრა მასში კანონმდებელმა. ნორმის განმარტება ხორციელდება
სამართლის
შეფარდების
პროცესში,
კონკრეტულ
შემთხვევასთან
მიმართებაში. ამავე დროს ნორმის განმარტებას უნდა ჰქონდეს
საყოველთაო და ზოგადი მოქმედების პრეტენზია, მან გონივრული შედეგი
14
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents