მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს. გამოქვეყნება ამდენად, სააპელაციო სასამართლოს თვალსაზრისით ,სოციალური ქსელი, მათ შორის ,,ფეისბუქი“, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები, ხოლო რაც შეეხება საზოგადოებრივ წესრიგს, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ეს არის საზოგადოების წევრთა ურთიერთობათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ საზოგადოების სიმშვიდეს და გამოხატულებას ჰპოვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ღირსეულ ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობაც სწორედ საზოგადოებრივ წესრიგის დაცვის მიზანს ემსახურება. აღნიშნული ნორმა წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის XIII თავში (საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარვევები), რომლით დაცული ობიექტი (სიკეთე) არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდი, არამედ მთლიანად საზოგადოება და საზოგადოებრივი წესრიგია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საჩივარში გადმოცემულ სამართლებრივ თვალსაზრისს და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ............-ის ქმედება, განხილულ ვერ იქნება ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ ქმედებად. ამასთან ასეთი ქმედების სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება თმენის ვალდებულების მოტივაციით მოკლებულია არათუ სამართლებრივ საფუძველს, არამედ ასევე ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ პრინციპებს. სააპელაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია 17

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents