დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული
მთლიანობის
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ინტერესებისათვის,
უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის
დაცვის მიზნით, სხვათა უფლებების, ან ღირსების დასაცავად, საიდუმლოდ
მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამრთლო
ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად.
ამავე კონვენციის მე-17 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციაში არაფერი შეიძლება
განიმარტოს ისე, რომ გულისხმობდეს რომელიმე სახელმწიფოს, ჯგუფის ან პირის
უფლებას, მონაწილეობდეს რაიმე საქმიანობაში ან განახორციელოს რაიმე
ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს, არარად აქციოს კონვენციით განსაზღვრული
რომელიმე უფლება თუ თავისუფლება ან შეზღუდოს ის იმაზე მეტად, ვიდრე ეს
კონვენციით არის გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება გარანტირებულია
ასევე ეროვნული კანონმდებლობითაც. საქართველოს კონსტიტუციის მე-17
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება
დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო,
ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს ამ უფლებათა შეზღუდვას
მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი
სახელმწიფო
ან
საზოგადოებრივი
უსაფრთხოების
ან
ტერიტორიული
მთლიანობის
უზრუნველსაყოფად,
სხვათა
უფლებების
დასაცავად,
კონფიდენციალურად
აღიარებული
ინფორმაციის
გამჟღავნების
თავიდან
ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის
უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის
თანახმად სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას,
როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების
განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა
და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ამავე კანონის
მე-8 მუხლის პირველი პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს ამ კანონით აღიარებული და
დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებას მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ
მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება
შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. მითითებული კანონის მე-9 მუხლის
პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კანონით შეიძლება
დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს
ეხება უხამსობას.
ამდენად, მართალია, დემოკრატიული საზოგადოებისათვის, სიტყვის
თავისუფლების ხარისხი მიიჩნევა დემოკრატიულობის საზომად, მაგრამ
18
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents