სასამართლო აქტები
01/06/2020
დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა“.
აღსანიშნავია, რომ არც აღნიშნული ნორმა შეეხება უფლებამოსილების დელეგირების
საკითხებს. იგი ადგენს მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობის დამოუკიდებლობის
გარანტიას, კერძოდ, მარეგულირებელ ორგანოებს ანიჭებს თავისუფლებას, გადაწყვიტონ
მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები გარე ზეგავლენისაგან თავისუფალ გარემოში.
შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“
საქართველოს
კანონის
დასახელებული
ნორმების
საფუძველზე,
საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის საქართველოს პარლამენტს არ გადაუცია
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის უფლებამოსილება.
48. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა
უნდა განხორციელდეს მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვით. ამავე კანონის 62ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში
მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს
კომისია. არც ხსენებული ორი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის გამოხატვის თავისუფლების რეგულირების
უფლებამოსილების, ამ უფლების შემზღუდველი რაიმე აქტის გამოცემის კომპეტენციის
მინიჭებას. იგი მხოლოდ ადგენს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქმიანობის
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპის საფუძველზე წარმართვის ვალდებულებას
და ამ საკითხზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას ანიჭებს კომისიას. აღნიშნული,
ბუნებრივია, არ გულისხმობს სამართლებრივი აქტების მიღების გზით გამოხატვის
თავისუფლების შემზღუდველი ნორმების დადგენის ლეგიტიმაციას.
49. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8
პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების
წესებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგლამენტს განსაზღვრავს კომისია
ნორმატიული აქტით. ამავე კანონის 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა „ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის რეგლამენტის“ დამტკიცება. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე,
უდავოა, რომ საქართველოს პარლამენტმა კომისიას მიანიჭა ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის
ნორმატიული წესრიგის დადგენის უფლებამოსილება.
50. ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია,
წარმოიშვას
არაერთი
ერთმანეთისგან
განსხვავებული
სამართლებრივი
დილემა
მომსახურების მიწოდების ან/და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კონტექსტში.
მაგალითად,
როგორებიც
არის
ინტელექტუალურ
საკუთრებასთან,
პერსონალურ
მონაცემებთან და კომპიუტერულ დანაშაულებთან დაკავშირებული ურთიერთობები.
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-8 პუნქტი
და 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ვერ იქნება განმარტებული იმგვარად, რომ
მასში მოაზრებულ იქნეს ელექტრონული მომსახურების მიწოდებასთან და მომხმარებელთა
უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის კომისიისთვის დელეგირება.
ამდენად, განსახილველი საქმის მიზნებისთვის აუცილებელია განიმარტოს, რამდენად
მოიაზრებს
„ელექტრონული
კომუნიკაციების
შესახებ“
საქართველოს
კანონის
დასახელებული ნორმები ინფორმაციის გავრცელებისა და აზრის გამოხატვის წესების
დადგენის უფლებამოსილების კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისთვის
დელეგირებას.
51.
ელექტრონული
კომუნიკაციის
სფეროში
მომსახურების
მიწოდებისა
და
მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო დეფინიცია არ არსებობს. თუმცა „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი აწესრიგებს მომხმარებელთა
უფლებებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ზოგად წესებს. ეს
მუხლი მეტწილად შეეხება მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის არსებულ
სახელშეკრულებო ურთიერთობებს, კერძოდ, პირის უფლებას, აირჩიოს ელექტრონული
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
16/19
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents