სასამართლო აქტები
01/06/2020
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 8 ნოემბერს კონსტიტუციური
სარჩელით (რეგისტრაციის № 1275) მომართა საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე
მძინარაშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის
№1/8/1275 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა
მიღებული. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 9
ნოემბერს.
2. № 1275 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი
მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის
2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი
და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3.
„ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
მომსახურების
მიწოდებისა
და
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის № 3 დადგენილებით დამტკიცებული
რეგლამენტის (შემდგომში - რეგლამენტი) 103 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
ინტერნეტდომენის გამცემს უდგენს ვალდებულებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების
თავიდან ასაცილებლად დაბლოკოს ინტერნეტგვერდი. რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-4
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი მომსახურების მიმწოდებელს ავალდებულებს, მიიღოს შესაბამისი
ზომები ქსელიდან დაუშვებელი პროდუქციის აღმოფხვრის მიზნით, ხოლო ამავე მუხლის მე-5
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა გამოიყენოს ყველა
შესაძლო საშუალება, რათა არ მოხდეს მისი ქსელის მეშვეობით დაუშვებელი პროდუქციის
შემცველი შეტყობინების გადაცემა.
4. № 1275 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნ��რმების
არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16
დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული იყო გამოხატვის
თავისუფლება, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება
თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი
აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13
ოქტომბრის № 1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის
საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შედეგად,
ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების, აგრეთვე აზრის დაუბრკოლებლად
გამოხატვის კონსტიტუციური უფლება ამჟამად დაცულია საქართველოს კონსტიტუციის
მოქმედი რედაქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-2
პუნქტით.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები,
რომლებიც ითვალისწინებენ დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ინტერნეტდომენის
გამცემის მიერ ინტერნეტგვერდის დაბლოკვის შესაძლებლობას, აგრეთვე, მომხმარებლის
შეტყობინების საფუძველზე მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ყველა შესაძლო ზომის
მიღებას, დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, არღვევენ
საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით ხდება გამოხატვის
თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ,
განსაზღვრავს ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებ���ის ვალდებულებას
ქსელში
განთავსებული
დაუშვებელი
პროდუქციის
გავრცელების
შეზღუდვასთან
დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, მათვე ანიჭებს ფართო დისკრეციას, თავადვე
შეაფასონ აღნიშნული პროდუქციის დაუშვებლად მიჩნევის საკითხი.
8. მოსარჩელე მხარე, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს კონსტიტუციით დადგენილ
ფორმალურ მოთხოვნაზე, რომლის თანახმადაც, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა
დასაშვებია მხოლოდ კანონით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში,
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
2/19