ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგის
შეცვლის შესაძლებლობას. ამდენად, გასაჩივრებული დადგენილება უნდა
დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო
პალატა
განმარტავს,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობა
შედგება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო
საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე
მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით
შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების
მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“
ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი
ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და
სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე
მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს
სასამართლოს
დაასაბუთოს
თავისი
გადაწყვეტილება,
ამავდროულად,
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v.
Finland, §32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v.
Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.);
Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ
დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ
მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა,
აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას
აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას,
საფუძვლების გამეორების გარეშე.
ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო
სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა
საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს
მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების
უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).
განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე
10
Sélectionner le paragraphe cible3
Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières