სამართლის საქმის საპროცესო მოქმედების განხორციელების შემდეგაც,
მიმართულია მართლწესრიგის ხელყოფისაკენ, გულისხმობს/წარმოადგენს
სწორედ
პოლიციის
თანამშრომლის
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულების
დროს
ჩადენილ
შეურაცხმყოფელ
ქმედებას,
რაც
გათვალისწინებულია საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით.
სააპელაციო
სასამართლო
არ
იზიარებს
…...........-ის
საჩივარში
განვითარებულ სამართლებრივ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ
თითქოსდა 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
მიზანს არა სპეციალურ სუბიექტთა პატივისა და ავტორიტეტის დაცვა
წარმოადგენს,
არამედ
მხოლოდ
იმ
საჯარო
უფლებამოსილების
განხორციელებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან არიდება, რომელსაც ეს
პირები ახორციელებენ, რადგან აღნიშნული ნორმის სიტყვასიტყვითი
განმარტებაც კი ნათლად ცხადჰყოფს კანონმდებლის რეალურ მიზანს,
რაშიც უპირველესად სწორედაც რომ მოიაზრება საზოგადოებრივი
წესრიგის დამცველი სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის პატივი
და ღირსების დაცვა, რადგან ასეთის შელახვით ირღვევა მმართველობის
დადგენილი წესი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი
ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ ..............-ის მიერ
პოლიციელების- …................-ისა და ….........-ის მიმართ წარმოთქმული სიტყვები,
ბილწი გინება პირადად მათი, ასევე, დედის, ოჯახის მისამართით, უხამსი,
დამამცირებელი შედარებები და ა.შ. სხვა მსგავსი ფრაზები, წარმოადგენდა მათ
სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზიანს აყენებდა როგორც კონკრეტული პოლიციელების
პატივს და ღირსებას, ისე ამ სამართალდამცავი ორგანოს ავტორიტეტს და
შესაბამისად, სცილდებოდა დასაშვები კრიტიკის
ფარგლებს.აღნიშნულთან
დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად განმარტა, რომ
…............-ის მიერ გამოთქმული უხამსობის (რასაც შეიცავს „ფეისბუქის“პირად
გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი) დეფინიციას განსაზღვრავს „სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „ვ“
ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, უხამსობა არის განცხადება, რომელსაც არა აქვს
პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ღირებულება და
რომელიც უხეშად ლახავს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ
ეთიკურ ნორმებს, ხოლო იმავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“
ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონით დაშვებულია სიტყვისა და გამოხატვის
შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება უხამსობას. ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, სახელმწიფო მოხელის
მიმართ არსებობს კრიტიკის შედარებით ვიწრო ფარგლები, რაც გამომდინარეობს
იქედან,
რომ
მაგალითად,
პოლიტიკოსებისაგან
განსხვავებით,
ისინი
შეგნებულად არ იყენებენ თავს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების
ქვეშ, მათ ეკისრებათ ე.წ. ,,თავშეკავებულობის
26
Sélectionner le paragraphe cible3
Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières