სასამართლო აქტები 01/06/2020 20. სხვაგვარად, სადავო ნორმები ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, კერძოდ, პირს ართმევს შესაძლებლობას, მისთვის სასურველი საშუალებით მიიღოს ან/და გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც (სავარაუდოდ) დაუშვებელი პროდუქციის, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ კატეგორიებში თავსდება. ამრიგად, სახეზეა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. 3. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით და მე-2 პუნქტით აღიარებული უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა 21. მოსარჩელე მხარემ ეჭვქვეშ დააყენა სადავო ნორმების შესაბამისობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ მოთხოვნებთან. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, სადავოდ გამხდარი რეგულირება ვერ პასუხობს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ფორმალურ გარანტიებს, ვინაიდან იგი არ არის დადგენილი კანონით და, იმავდროულად, საკანონმდებლო ორგანოს არ მოუხდენია განსახილველი საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე. 3.1. გამოხატვის თავისუფლების კანონის შესაბამისად შეზღუდვის კონსტიტუციური დათქმის არსი და დანიშნულება 22. გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და საქართველოს კონსტიტუცია უშვებს მისი შეზღუდვის შესაძლებლობას. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია და მისი ძირითადი პრინციპები, მათ შორის, უპირატესად, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპები სახელმწიფო ხელისუფლებას მკაცრ კონსტიტუციურსამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის № 2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). კონსტიტუციითა და მისი ძირითადი პრინციპებით სახელმწიფო ხელისუფლების ბოჭვა, მათ შორის, მოიცავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის № 3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II27). 23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დამდგენი კონსტიტუციური ნორმები, რიგ შემთხვევებში, მოითხოვენ, რომ ძირითად უფლებაში ჩარევა განხორციელდეს კონკრეტული სამართლებრივი ფორმის დაცვით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფი���ანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-13). აღნიშნული ფორმალური მოთხოვნების დაუცველობა კი, რეგულირების შინაარსის მიუხედავად, იწვევს ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. 24. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დასაშვებად აცხადებს „მხოლოდ კანონის შესაბამისად“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა, რომ ესა თუ ის საკითხი მოწესრიგდეს კანონით, კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებ ლეგიტიმურ ორგანოდ, საქართველოს პარლამენტის განსაზღვრას ემსახურება. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია სახელდებით მიუთითებს იმ საკითხებს, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პარლამენტს გააჩნია“ https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 8/19

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières