აღსანიშნავია ისიც, რომ დემოკრატია და თავისუფლება არასდროს არ ნიშნავს აულაგმავ თვითნებობას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თავისუფლება არ არის აბსოლუტური: პირი ,რომელიც საზოგადოების წევრია, ვერ იქნება თავისუფალი, რადგან იმთავითვე განსაზღვრულია, რომ მისი ,,უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, ფორმულირებული უნდა იყოს საკმარისი სიცხადით, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამართლებრივი კონსულტაციით, მოცემული შემთხვევისთვის გონივრული დოზით განჭვრიტონ კონკრეტული ქმედების მოსალოდნელი შედეგები. არ არის აუცილებელი, რომ ეს შედეგები აბსოლუტური სიზუსტით იყოს წინასწარგანჭვრეტადი (დელფი AS ესტონეთის წინააღმდეგ (Delfi AS v. Estonia), განაცხადი no. 64569/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების პუნქტი 18). სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ ნებისმიერი სამართალდარღვევა, უპირველესად, ვიდრე ის საკანონმდებლო დეფინიციას მიიღებს, წარმოადგენს კულტურის ნორმების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას. თავად სოციალური ქსელი ,,ფეისბუქი“ კრძალავს და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად ზღუდავს ინტერნეტ სივრცეში სიძულვილის ენას და შეურაცხმყოფელ კომენტარებს. შესაბამისად, სოციალური ქსელისთვის ასევე ფუნდამენტურია ადამიანის უფლებათა საყოველთაო ,,უფლებათა დეკლარაციის დანაწესი, რომლის თანახმად: და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნას სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა, დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგის და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში.“ სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებულ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ერთის მხრივ თავად სოციალური ქსელის ხასიათი და თავისებურებანი, კერძოდ აღნიშნული წარმოადგენს ინტერნეტის მომხმარებელ პირთა კომუნას (ადამიანთა კოლექტივს), სადაც მოქმედებს საზოგადოებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი იგივე ნორმები, რაც ჩვენს ირგვლივ არსებულ რეალურ ურთიერთობაში. შესაბამისად, სოციალური ქსელის 19

اختر الفقرة المستهدفة3

الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات