სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი
განსაზღვრავს, თუ რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სახდელი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის
თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით
დადგენილ
საფუძველზე
და
წესით.
განსახილველ
შემთხვევაში
სასამართლო მიუთითებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38ე მუხლზე, რომელიც ადგენს ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებს.
კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი
შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის
დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა
მისი გამოვლენის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეზე ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 4 თვეს, გარდა ამ კოდექსის
571 მუხლით, 573 მუხლის მე-2 ნაწილით, 574, 63-ე, 66-ე, 662, 664 და 791–793
მუხლებით, 794 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 795 მუხლით, 86-ე მუხლის
მე-12 ნაწილით და 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლში
მოცემულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების
გამომრიცხავი გარემოებები. აღნიშნული მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის
თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება არ
შეიძლება დაიწყოს, ხოლო დაწყებული საქმე უნდა შეწყდეს, თუ
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
საქმის
განხილვის
მომენტისათვის განვლო ამ კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებულმა
ვადებმა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სააპელაციო სასამართლო
სრულად იზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის
დეპარტამენტის პოზიციას, თუმცა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო
ნორმებზე და იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ
2022 წლის 06 ივლისიდან სახდელის დადების ოთხთვიანი ვადა ამოიწურა
2022 წლის 06 ოქტომბერს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახდელის დადება
შესაძლებელი იყო 2022 წლის 06 ნოემბრის ჩათვლით, მოცემული საქმე კი,
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში
განსახილველად შემოვიდა 2023 წლის 28 თებერვალს, ანუ მას შემდეგ, რაც
გასული იქნა სახდელის დადების კანონით დადგენილი ვადა, მიაჩნია, რომ
აღნიშნული
გამორიცხავს
საჩივრით
წარმოდგენილი
მოთხოვნის
დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ
დადგენილი სამართლებრივი შედეგის შეცვლის შესაძლებლობას.
22
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات