საქმის წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე
მუხლებით. 2022 წლის 16 ივლისს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის
უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ ......... მიერ საჩივრის ავტორია
მიმართ,
შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №…..ოქმი.
საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ უზენაეს სასამართლოს აქვს არაერთი
გადაწყვეტილება სადაც აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული
სტატუსი თუ კომენტარი ითვლება საჯარო გავრცელებად. უზენაესი სასამართლო
2014 წლის 09 იანვრის, №ას-1559-1462-2012 გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ
სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის
შესაქმნელად იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესი,
საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური,
ნათესაური, სამსახურებრივი და ა. შ). თითოეული სოციალური ქსელი შედგება
მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან (ე.წ პროფაილი), მისი კავშირებისა და
დამატებითი სერვისებისაგან, ერთ ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული
სოციალური ქსელი არის ფეისბუქი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით
მომხმარებელს აერთიანებს. ფეისბუქზე, კონკრეტული მომხმარებლის მიერ
გავრცელებული ინფორმაცია, ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული
პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად.
ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის
გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის,
ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ
გამოცემებში.
სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით კონკრეტული
მომხმარებლის მიერ ე. წ. სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება, ინფორმაციის
საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს. ამდენად საჩივრის ავტორი აღნიშნავს,
რომ სოციალური ქსელი, მათ შორის ფეისბუქი წარმოადგენს საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილს, სადაც საზოგადოების გარკვეული წევრები არიან შეკრებილი
და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა
და ზნეობის ნორმები.
სოცილალური ქსელი ,,ფეისბუქი“, დიდ როლს ასრულებს თანამედროვე
საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში და განუსაზღვრელი წრისათვის
კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებას . . . . . . . . . . . . . . . . . . -მა,
როდესაც გამოაქვეყნა ფეისბუქის პირად გვერდზე უხამსი სტატუსი, ჰქონდა
უამრავი ნახვა და კომენტარები, აღნიშნული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
მიერ გაჟღერებული იქნა სასამართლოში, რაც არ უარყო ადმინისტრაციულ
პასუხისგებაში მიცემულმა პირმა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოთხსენებული სტატუსი ხელმისაწვდომი
იყო, როგორც ....... მეგობრების, ასევე ფეისბუქ გვერდის მომხმარებლებისათვის.
მან შეგნებულად გახადა საკუთარი გვერდი ყველასათვის
6
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents