სასამართლო აქტები 01/06/2020 საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული უზრუნველყოფს, მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა შორის გარკვეული პროცედურით დადგენილი თანხმობის არსებობას. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია, უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, პროცედურული/ტექნიკური საკითხის კანონით მოწესრიგება მოხდეს პარლამენტში დადგენილი პროცედურული წესების საფუძველზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, ამა თუ იმ უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური მოთხოვნის მიზანი არ არის უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, ფორმალური საკითხების კანონით მოწესრიგება (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის № 2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-13). შესაბამისად, უფლებამოსილების დელეგირების მექანიზმი მნიშვნელოვნად ამარტივებს კანონშემოქმედებით საქმიანობას და საკანონმდებლო ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს გადაწყვეტილებები პრინციპულ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე, ხოლო მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო დეტალების მოწესრიგება კი სხვა სახელმწიფო ორგანოებს გადაანდოს. 31. გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ასევე შესაძლოა, გამართლებული იყოს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, საკითხის კანონით დარეგულირება ქმნის სტაბილურობის უფრო მაღალ გარანტიებს, თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოქნილ საკანონმდებლო მექანიზმს. ამ თვალსაზრისით უფლებამოსილების დელეგირება ხელს უწყობს მარტივ ნორმატიულ ცვლილებებს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ხშირ მოდიფიკაციას, გამარტივებული პროცედურების საფუძველზე რეგულირების შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამასთან, მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება შესაძლოა, ასევე გამართლებული იყოს ამა თუ იმ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მოტივითაც. ამგვარად, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება არის ლეგიტიმური და აუცილებელი. 32. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკითხის ბუნებიდან გამომდინარე, პარლამენტი უფლებამოსილია, გარკვეულ შემთხვევაში მისი მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება მოახდინოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის № 2/2/867 გადაწყვეტილება საქმე��ე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16). მაგალითად, საკუთრების უფლების კანონით შეზღუდვის კონსტიტუციური დათქმის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მიიჩნია დასაშვებად, საკუთრების უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის № 2/2/867 გადაწყვეტილება საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“). აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონით მოსაწესრიგებელ საკითხზე პარლამენტის მიერ უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება, თავისთავად, არაკონსტიტუციური არ არის. 33. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით უკვე დადგენილია გარკვეული პირობები, რომელთა არსებობისას დაუშვებელია უფლებამოსილების დელეგირება. „პარლამენტის მიერ უფლებამოსილების დელეგირებამ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევა გამოიწვიოს იმ შემთხვევებში, როდესაც მას საქართველოს კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს ... ან/და, როდესაც დადგინდება, რომ გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებით საქართველოს პარლამენტი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე ამბობს უარს. აღნიშნული სახეზე იქნება, მაგალითად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუცია აკეთებს კონკრეტულ მითითებას საკითხის მოწესრიგებასთან დაკავშირებით (მაგალითად, https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931 11/19

Select target paragraph3

Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents