უნდა მოგვცეს სხვა, სავარაუდო შემთხვევების მიმართაც. ნორმის
შინაარსის გარკვევა იწყება გრამატიკული განმარტებით, რა დროსაც
ნორმის
შინაარსის
ახსნა
ხდება
სიტყვათა
მნიშვნელობისა
და
გრამატიკული წესების მიხედვით. გრამატიკული განმარტების პროცესში
სიტყვა უნდა განიმარტოს იმ მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა
კანონის
ძალაში
შესვლის
მომენტისათვის,
თუმცა,
თუ
დროთა
განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა შეიცვალა და მან შეიძინა სხვა
დატვირთვაც,
განმარტება
უნდა
მოხდეს
სიტყვის
თანამედროვე
მნიშვნელობით.
ამასთან
განმარტება
უნდა
გამომდინარეობდეს
კონსტიტუციური მართლწესრიგიდან და უნდა უზრუნველყოფდეს
კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან გადაწყვეტას, რომლის
კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალიზაცია არის მართლმსაჯულების
ფუნქცია.
ამდენად,
სასამართლომ
უნდა
იმოქმედოს
მოქმედი
მართლწესრიგის ფარგლებში, იმ ღირებულებების მიხედვით, რომელიც
საფუძვლად უდევს სამართლის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმის
შეფარდებისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის
სიახლეები, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში
დაინერგა, მათ შორის ტექნოლოგიური პროგრესი და ნოვაციები, რაც
გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელ ქმედებას-წვრილმან ხულიგნობას,
როგორც ამას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
166-ე მუხლი განმარტავს, წარმოადგენს საზოგადოებრივ ადგილებში
ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა
ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და
მოქალაქეთა სიმშვიდეს, რაც იწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე
ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების
გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, –
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
პალატა
აღნიშნავს,
რომ
მოცემულ
განსახილველ
შემთხვევაში
განსამარტია, წარმოადგენს თუ არა სოციალური ქსელი ,,ფეისბუქი“
საზოგადოებრივ ადგილს და ამ სივრცეში განხორციელებული პირის
ლანძღვა-გინება,
მოქალაქეებზე
შეურაცხმყოფელი
გადაკიდება
შეიძლება თუ არა შეფასდეს წვრილმან ხულიგნობად და . . . . . . . . . . . . . . . -ის
,,ფეისბუქის“
მიერ
სოციალურ
ქსელ
მეშვეობით
სიტყვიერი
შეურაცხყოფა
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულების
დროს
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა,
ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებად.
ამასთან უნდა გაკეთდეს ანალიზი, თუ სად გადის ზღვარი პოლიციელის
თმენის
ვალდებულებას,
სიტყვისა
და
აზრის
გამოხატვის
თავისუფლებასა და კანონთან კონფლიქტში მყოფ ქმედებას
15
Sélectionner le paragraphe cible3
Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières