შორის. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენს ადგილი, სადაც საზოგადოების გარკვეული წევრები არიან შეკრებილი და სადაც ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გადაწყვეტა მოითხოვს კანონის (ნორმის) ევოლუციურ განმარტებას და საზოგადოების თავშეყრის ადგილად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ასევე სოციალური ქსელი, რომელიც დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში და განუსაზღვრელი წრისათვის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებას წარმოადგენს. ამჟამად, ახალი (COVID 19) კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში შექმნილმა რეალობამ კი კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა, რომ როდესაც ფიზიკურ გარემოში ადამიანთა შეკრება შეზღუდულია, ან შეუძლებელია, საზოგადოებრივი კომუნიკაციის და თავშეყრის ერთერთი (თუ ერთადერთი არა) და ყველაზე კომფორტული ადგილი ხდება სწორედ სოციალური ქსელი და იმისათვის, რომ საზოგადოება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს, საერთოდ არ არის აუცილებელი ფიზიკურად შეესწრონ ამ ფაქტს, მაშინ როდესაც კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ სოციალურ ქსელში განხორციელებულ ქმედებაში. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 09 იანვრის Nას-1559-1462-2012 გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სოციალური ქსელის არსსა და დანიშნულებაზე. სოციალური ქსელი არის პლატფორმა, გამიზნული ონლაინ სოციალური კავშირის შესაქმნელად იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები, საქმიანობის სფერო, ჰობი ან რეალური, ცხოვრებისეული კავშირი (ოჯახური, ნათესაური, სამსახურებრივი და ა.შ). თითოეული (ე.წ სოციალური ქსელი შედგება მომხმარებლის წარმომადგენლობისაგან „პროფაილი“), მისი კავშირებისა და დამატებითი სერვისებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის „ფეისბუქი“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. „ფეისბუქზე“ კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტგამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული 16

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières