წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის (ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით. პალატა მითითებულ სამართლებრივ ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათა შეფარდება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება (საქმე №ბს-1635-1589 (კ-08)). განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 16 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტირების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელ . . . . . . . . - ის მიერ შედგენილი იქნა №….... ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მასზედ, რომ 2022 წლის ........., …..........-მა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის თანამშრომლებს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვების გამოყენებით მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, რამდენადაც, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტები ხელმისაწვდომია საზოგადოების ფართო მასებისთვის, აღნიშნული ქმედებით დაირღვა საზოგადოების იმ ნაწილის სიმშვიდე და მყუდროება, რომლებიც გაეცნენ მის მიერ გამოქვეყნებული ტექსტის შინაარსს. საქმის მასალების შესწავლის, მხარეების ახსნა-განმარტებების მოსმენის 12

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières