შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად და უდავოდ მიიჩნია, რომ 2022 წლის …., …...........-მა სოციალური ქსელ „ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და პოლიციის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომელთა იდენტიფიცირება მათი სამუშაო ადგილის და სახელების მიხედვით, შესაძლებელია) კერძოდ, პოლიციის .... განყოფილების უფროსს, ...........-ს („კალდუნა“ ............) და პოლიციის ...... განყოფილების უფროსს, როგორც თავად …..............-მა სასამართლოს დაუკონკრეტა, ირაკლი გორგილაძეს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი უცენზურო სიტყვების გამოყენებით (როგორიცაა უშუალოდ მათი და ახლო ნათესავების ბილწი გინება, უხამსი, დამამცირებელი შედარებებითა და ეპიტეთებით მიმართვა) მიაყენა შეურაცხყოფა. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვით. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 237-ე (თანამდებობის კოდექსის მუხლის თანახმად, ორგანო პირი), ხელმძღვანელობს კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებას შეაფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე. ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განმხილველი უფლებამოსილი ორგანო საქმეთა განხილვისას მოვალეა პიროვნების სამართალდამრღვევად ცნობისათვის და შესაბამისად, კანონმდებლობით გათვალისწინებული სახდელის დადებისათვის დაადგინოს ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მიყენებულია თუ არა ქონებრივი ზარალი, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სპეციფიკურ მმართველობით საქმიანობას წარმოადგენს და სამართალდარღვევის გამოვლენა იურიდიული ფაქტის დადგენა-დაფიქსირებას ნიშნავს, რაც შესაბამის იურიდიულ შედეგს იწვევს. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივი კვალიფიკაციის, სამართლებრივი ნორმის შეფარდებასთან. სამართალდამრღვევისათვის სანქციის შეფარდება აუცილებლად მოიცავს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებების, 13

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières