მომხმარებლებისათვის და ეს არის თანამედროვე საზოგადოების
აბსოლუტური უმრავლესობა, ქსელი წარმოადგენს სოციუმს, სადაც
ადამიანები
ჩართულნი
არიან
ყოველდღიურად,
ცნობიერად
მონაწილეობენ აღნიშნულ სივრცეში მიმდინარე მოვლენებში და
ფაქტიურად სოციალურ ქსელში მიმდინარე ყველა მოვლენა მჭიდრო
კავშირშია და გამომდინარეობს რეალურ ცხოვრებაში მიმდინარე
პროცესებთან.
პალატა
განმარტავს,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის ერთ-ერთ მიზნად აღიარებულია
მოქალაქეთა აღზრდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს
კანონების ზუსტი და განუხრელი დაცვის, სხვა მოქალაქეთა უფლებების,
პატივისა და ღირსების, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის,
დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით.
…... წლის .......-მა
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ
სოციალური ქსელ „ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი და
პოლიციის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომელთა იდენტიფიცირება მათი
სამუშაო ადგილის და სახელების მიხედვით, შესაძლებელია) კერძოდ,
პოლიციის .... განყოფილების უფროსს, ............-ს („კალდუნა“ ......) და პოლიციის ......
განყოფილების უფროსს, როგორც თავად ......-მა სასამართლოს დაუკონკრეტა,
............-ს გამიზნულად, დამამცირებელი, პატივისა და ღირსების შემლახავი
უცენზურო სიტყვების გამოყენებით (როგორიცაა უშუალოდ მათი და ახლო
ნათესავების ბილწი გინება, უხამსი, დამამცირებელი შედარებებითა და
ეპიტეთებით მიმართვა) მიაყენა შეურაცხყოფა.
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, აზრის გამოხატვა
ზემოქმედების თვალთახედვით თავისუფალია, მაგრამ თუ იგი ზიანს
აყენებს სხვათა კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს, რომლის
დაცვაც
სიტყვის
თავისუფლებასთან
მიმართებით
უპირატესობას
იმსახურებს, მაშინ ეს ხელყოფა ნებადართული არ იქნება, იმაზე
დაფუძნებით, რომ ეს აზრის გამოხატვის შედეგად ხორციელდება. ასეთ
შემთხვევაში აზრის გამოხატვის უფლებაზე პრიორიტეტს იძენს ის უფრო
მაღალი რანგის ინტერესები, რომლებიც დაცვას იმსახურებს და სიტყვის
თავისუფლების გამოყენებით შეილახება. არსებობს თუ არა სხვათა
ამგვარი უპირატესი ინტერესები, დასადგენია შემთხვევის ყველა
გარემოების გათვალისწინებით
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით,
..............-ის მიერ პოლიციის თანამშრომლების მიმართ გავრცელებულმა
პოსტებმა უდაოდ გამოიწვია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა,
რადგან ეს პოსტი ხელმისაწვდომი გახდა როგორც
20
Sélectionner le paragraphe cible3
Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières