...............-ის ასევე სხვა ფეისბუქმომხმარებლებისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ პოსტების მხილველთა წრე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. მოცემული მსჯელობით სააპელაციო პალატა მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული ….............-ის სოციალურ ქსელში მართლსაწინააღმდეგო ქმედება ხელმისაწვდომი გახდა ადამიანთა (საზოგადოების წევრთა) განუსაზღვრელი წრისთვის. სააპელაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სოციალური ქსელი საზოგადოების ჩვეულებრივი თავშეყრის ადგილიდან განსხვავდება იმით, რომ ადამიანებს ერთმანეთთან კომუნიკაცია უწევთ ტექნიკური საშუალებით (კომპიუტერი, ტელეფონი, სმარტფონი და ასე შემდეგ), მათ შეუძლიათ გაეცნონ ერთმანეთის პოსტებს, ასევე ვიდეო ფირის ატვირთვის ან პირდაპირი ტრანსლაციის შემთხვევაში უყურონ მათ და ასე შემდეგ, ხოლო საზოგადოების ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილას ეს ყველაფერი ხდება ტექნიკური საშუალების გამოყენების გარეშე პირდაპირი, ვიზუალური, მხედველობითი და სმენითი აღქმით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაცული სიკეთე - საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე შეიძლება ხელყოფილ იქნას როგორც ჩვეულებრივი თავშეყრის ადგილას, ასევე სოციალური ქსელით (რომელიც როგორც უკვე შეფასდა, საზოგადოების თავშეყრის ადგილია), რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფეისბუქმომხმარებელი, რომელიც საზოგადოების წევრია, უნდა დავავალდებულოთ, რომ არ შეხედოს, არ წაიკითხოს და არ აღიქვას იგივე მომხმარებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოცემულ შემთხვევაში ხულიგნობა), რაც საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს უდაოდ არღვევს. ასევე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება ამრიგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ … . . . . . . . . . - ის ქმედებით მკვეთრად გადაიკვეთა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ზღვარი და მისი ქმედება მოექცა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების რეგულაციაში, რომელიც დასჯადია ამავე მუხლებით გათვალისწინებული სანქციის შესაბამისად. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის განმარტებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ..................-ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი. 21

Sélectionner le paragraphe cible3

Se connecter à un paragraphe
Connect to an entity
Disable highlights
Ajouter à la table des matières