გადაწყვეტას, რომლის კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალიზაცია არის
მართლმსაჯულების ფუნქცია. ამდენად სასამართლომ უნდა იმოქმედოს მოქმედი
მართლწესრიგის ფარგლებში. იმ ღირებულებების მიხედვით, რომელიც
საფუძვლად უდევს სამართლის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმის
შეფარდებისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, ის
სიახლეები რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში დაინერგა. მათ
შორის ტექნოლოგიური პროგრესი და ნოვაციები, რაც გავლენას ახდენს
საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. მსგავსი განმარტება აქვს გაკეთებული ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს №4/ა-869-2022წ დადგენილებაში (ადვოკატ დავით
ციცნცქილაძემ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ გაავრცელა
პატივისა და ღირსების შემლახველი პოსტი, აგინებდა დედის მისამართით, ოჯახს,
მკვდარსა და ცოცხალს). პალატის
აზრით იმისათვის, რომ საზოგადოება
წვრილმანი ხულიგნობის ფაქტის თვითმხილველი გახდეს საერთოდ არ არის
აუცილებელი ფიზიკურად შეესწროს ამ ფაქტს, მაშინ როდესაც, კანონით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის ყველა ნიშანი გამოიხატება პირის მიერ
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ქმედებაში. სოციალური ქსელი ,,ფეისბუქი"
არის
სოციუმი,
სადაც
თავმოყრილია
საზოგადოება
და
მოქმედებს
საზოგადოებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი იგივე ნორმა, რაც ჩვენს
ირგვლივ არსებულ რეალურ ურთიერთობებში“.
საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 02
სექტემბერს დაადგინა, რომ ,,ფეისბუქის" მომხმარებელი პასუხისმგებელია მის
გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე და ეთანხმება
სხვადასხვა
ინსტანციების
სასამართლოების
გადაწყვეტილებას,
რომლის
მიხედვითაც, სოციალური ქსელების მომხმარებელს შეიძლება დაეკისროს
პასუხისმგებლობა
მის
გვერდზე
სხვა
ადამიანების
მიერ
დატოვებულ
კომენტარებზე.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი არ ეთანხმება ბათუმის საქალაქო
სასამართლოს განმარტებას, თითქოს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ გვერდზე
გამოქვეყნებული სტატუსი წვრილმან ხულიგნობად არ უნდა შეფასდეს. მხარე
განმარტავს, რომ
საზოგადოებრივი წესრიგი არის იმ
საზოგადოებრივ
ურთიერთობათა ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ სიმშვიდეს
და ცხოვრების ნორმალურ რიტმს. ეს გამოხატულებას პოულობს საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილას მოქალაქეთა ქცევაში. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი მიუთითებს, რომ წვრილმან
ხულიგნობას
წარმოადგენს
საზოგადოებრივ
ადგილებში
ლანძღვა-გინება,
მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება,
რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს.
აღნიშნული დეფინიციიდან
ნათელია, რომ ქმედების წვრილმან ხულიგნობად მიჩნევისათვის მნიშვნელოვნად
8
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات