განმსაზღვრელია საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევა. ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ჩადის ისეთ ქმედებას, რომლითაც არაფრად აგდებს საზოგადოებას. .." ფეისბუქი წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს აქვს ვალდებულება დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ სახეზეა სამართალდარღვევის გადაცდომის ფაქტი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ასკ-ის 166-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც დასჯადია ამავე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შესაბამისად. ამდენად, საჩივრის ავტორი ითხოვს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებას, …..............ის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ახალი გადაწყვეტილებით ......... . . - ი ს ცნობას ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ასკ-ის 166-ე მუხლით და შესაბამისი სახდელის გამოყენებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საჩივართან მიმართებით მოსაზრება წარმოადგინა .............-მ რომლითაც არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარში არასწორადაა მითითებული რიგი ფაქტობრივი გარემოებები. მისი მხრიდან განხორციელებული ქმედება თავსდება სიტყვისა და გამოხატვის ფარგლებში, შესაბამისად მისი 166-ე მიერ ადგილი არ ჰქონია ასკ-ის მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ჩადენას. ......-ის საჩივართან მიმართებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა, რომლითაც არ დაეთანხმა საჩივრის ავტირის საჩივარს და თავის მხრივ მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ საჩივარს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების გაცნობისა და წარმოდგენილი საჩივრების ფარგლებში გასაჩივრებული დადგენილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორსა და აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის საჩივარში განვითარებული სამართლებრივი თვალსაზრისი გასაზიარებელია, თუმცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სახეზეა მოცემულობა, რომელიც გამორიცხავს საჩივრით წარმოდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და პირველი 9

اختر الفقرة المستهدفة3

الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات