რაც შეეხება საჩივრის ავტორის ........................-ის
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს:
ვილის
საჩივარს
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის
პირველი ნაწილის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის,
სამხედრო
მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების
პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის
სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების
განხორციელება (გარდა
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული შემთხვევისა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000
ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. ამავე
მუხლის მე-2 ნაწილით, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის
მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
,,პოლიციის
ადმინისტრაციული
საქმეთა
პალატა
მიუთითებს
შესახებ“
საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის
საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის
სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა
და
პოლიციის
მიერ
საკუთარი
უფლებამოსილებების
განხორციელების
სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის
სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის
კონტროლს. კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა
და მართლწესრიგის დაცვა. კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო
წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე.
ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პოლიციელი თავის
საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის
დაუშვებლობის,
თანაზომიერების,
დისკრეციული
უფლებამოსილების
განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის
გამჭვირვალობის პრინციპებს.
23
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات