18.2
ზემოაღნიშნული
კანონის
მუხლის
თანახმად,
პოლიცია
სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ამ კანონის,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის სფეროებში
საქართველოს კანონმდებლობისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად,
პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფოს
წარმომადგენელი და მას იცავს სახელმწიფო. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის
შესრულება სავალდებულოა ყველასათვის. არავის არა აქვს უფლება, ჩაერიოს,
პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული
შემთხვევებისა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელისათვის
ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის
გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან
ქონების
ხელყოფა
იწვევს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
პასუხისმგებლობას.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს
მითითებას
იმის
თაობაზე,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დეფინიციით, ერთ-ერთ
მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების
დროს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის
სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი
ქმედების განხორციელება. დავის სამა��თლებრივი რეგულაციისათვის
სასამართლო
მიიჩნევს,
რომ
უნდა
განიმარტოს
საქართველოს
173-ე
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
მუხლის
დეფინიციის ის ნაწილი, რომელიც შეეხება სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულების დროს.
სააპელაციო
პალატა
ზემოხსენებულ
საკითხთან
მიმართებით
მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ
კანონის
ტექსტი,
ჩვეულებრივ
აბსტრაქტულია,
რომლის
ზოგადი
დებულებებიც
განმარტებას მოითხოვს, რადგან ზოგადი ცნებები ხშირად იძლევა
განსხვავებული ინტერპრეტაციის შესალებლობას. ასეთ შემთხვევაში
უნდა მოხდეს სამართლის ნორმის განმარტება,რაც გულისხმობს მის
შინაარსში სწორად გარკვევას, იმის დადგენას, თუ რა მოიაზრა მასში
კანონმდებელმა.
ნორმის
განმარტება
ხორციელდება
სამართლის
შეფარდების პროცესში, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. ამავე
დროს ნორმის განმარტებას უნდა ჰქონდეს საყოველთაო და ზოგადი
მოქმედების პრეტენზია, მან გონივრული შედეგი უნდა მოგვცეს სხვა,
სავარაუდო შემთხვევების მიმართაც. ნორმის შინაარსის გარკვევა იწყება
გრამატიკული განმარტებით, რა დროსაც ნორმის შინაარსის ახსნა ხდება
სიტყვათა მნიშვნელობისა და გრამატიკული წესების მიხედვით.
24
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات