გრამატიკული განმარტების პროცესში სიტყვა უნდა განიმარტოს იმ
მნიშვნელობით, რომელიც მას ჰქონდა კანონის ძალაში შესვლის
მომენტისათვის, თუმცა, თუ დროთა განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა
შეიცვალა და მან შეიძინა სხვა დატვირთვაც, განმარტება უნდა მოხდეს
სიტყვის თანამედროვე მნიშვნელობით. ამასთან განმარტება უნდა
გამომდინარეობდეს
კონსტიტუციური
მართლწესრიგიდან
და
უნდა
უზრუნველყოფდეს კონკრეტული ურთიერთობის სწორ, სამართლიან
გადაწყვეტას, რომლის კონკრეტულ გადაწყვეტილებაში რეალიზაცია
არის მართლმსაჯულების ფუნქცია. ამდენად, სასამართლომ უნდა
იმოქმედოს მოქმედი მართლწესრიგის ფარგლებში, იმ ღირებულებების
მიხედვით, რომელიც საფუძვლად უდევს სამართლის სისტემას, რაც იმას
ნიშნავს, რომ ნორმის შეფარდებისას აუცილებლად მხედველობაში უნდა
იქნას მიღებული ის სიახლეები, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ
იმ სფეროში დაინერგა, მათ შორის ტექნოლოგიური პროგრესი და
ნოვაციები, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცნობიერებაზე.
სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად
განმარტავს,
რომ
ნორმის
სრული
შინაარსისა
და
ნორმით
დასარეგულირებელი
სამართლებრივი
ურთიერთობის,
ასევე,
რეგულირების ობიექტის გათვალისწინებით, სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დრო არ
შემოიფარგლება მხოლოდ იმ პერიოდით, როდესაც ის გამოავლენს
სამართალდარღვევის, დანაშაულის, ან სხვა მართლსაწინააღმდეგო
ხასიათის ფაქტს და ადგილზე განახორციელებს საქმის წარმოების
სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებს, არამედ ამ დროში იგულისხმება
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან/და სისხლის სამართლის
საქმის წარმოების შემდგომი პროცედურების განხორციელების დროც და
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ნებისმიერი მოქმედება,
სამსახურებრივი მდგომარეობა, რაც უკავშირდება კონკრეტული საქმის
წარმოებას. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში იგულისხმება
ნებისმიერი საქმიანობის ფორმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში,
უფლებამოსილებას
მიკუთვნებულ
საკითხზე.
შესაბამისად
ნორმა
პოლიციის თანამშრომლის შეურაცხყოფის სახით არ გულისხმობს მხოლოდ
იმ
მართლსაწინააღმდეგო
ქცევას,
რომელიც
ხდება
უშუალოდ
სა��ართალდარღვევის ჩადენის/გამოვლენის, ან რომელიმე საპროცესო
მოქმედების განხორციელების
ადგილას. ნორმა
მხოლოდ
ამგვარი
შინაარსით არ შემოიფარგლება და იგი გაგებულ უნდა იქნას გონივრულად,
კანონის მიზნებიდან გამომდინარე.ამდენად, სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლის მიმართ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან
დაკავშირებით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ამ პირის
სიტყვიერი,
ან
სხვა
ფორმით
შეურაცხყოფის
სახით,
თუნდაც
სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენის, ან გამოვლენის, სისხლის
25
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات