173-ე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლის პირველი ნაწილით და უნდა დაეკისროს ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით“, ,,სამართალდამრღვევი მიეთითა ცნობილ უნდა იქნას სამართალდამრღვევად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და უნდა დაეკისროს ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით“. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის ............. დადგენილება გაასაჩივრა როგორც ......... ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტმა. საჩივრის ვტორის თანახმად, 2022 წლის 06 ივლისს მან სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე ნამდვილად გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც გამოხატა უკმაყოფილება პოლიციის თანამშრომლების მიმართ და გამოიყენა უცენზურო სიტყვები. თუმცა, ამის მიუხედავად მიაჩნია, რომ არ არსებობს მის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის. საჩივრის ავტორი მიუთითებს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალდარღვევას წარმოადგენს: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტებით: ,,ასკ-ის 166-ე მუხლით დაცული სიკეთე საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე შეიძლება ხელყოფილ იქნას სოციალური ქსელის მეშვეობითაც, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 173-ე მუხლი წარმოადგენს ნორმას, რომლითაც დაცულია კონკრეტული სუბიექტების წრეში შემავალ პირთა კანონით დაცული ინტერესები, პირადი ღირსება, პატივი და ავტორიტეტი და ამ მხრივ, მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას, ასკ-ის 173-ე მუხლი სპეციალურ ნორმას წარმოადგენს". საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოს აღნიშნული განმარტება არ 3

اختر الفقرة المستهدفة3