შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე (როგორც სპეციალური ნორმა) გონივრულ განმარტებას. ასკ-ის 166-ე მუხლის მიზანს ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა მშვიდობის დაცვა, ამავდროულად აღნიშნული მუხლის მიხედვით სამართალდარღვევა სახეზეა მაშინ, როდესაც სახეზეა ,,საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს". საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მოცემული მუხლის მიზნებისთვის აკრძალულია არა ზოგადად შეურაცხყოფა, არამედ ისეთი შეურაცხყოფა, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა კი მხოლოდ პირისპირ შეურაცხყოფის დროს შეიძლება მოხდეს, რადგან ასეთ დროს ერთი მხრივ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მყოფი პირები იძულებულნი ხდებიან მოისმინონ ლანძღვაგინება, ხოლო მეორე მხრივ შეურაცხყოფის მომყენებელ პირსა და ადრესატს შორის ძალადობის მყისიერი რეალიზების საფრთხე არსებობს. პირისპირ კომუნიკაციისაგან განსხვავებით სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებას შეუძლებელია გააჩნდეს მსგავსი ეფექტი. პირველ რიგში იმიტომ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები იძულებულნი არ არიან წაიკითხონ ლანძღვა-გინების განმახორციელებელი პირის მოსაზრებები - სოციალურ ქსელში მომხმარებლები თავად წყვეტენ როგორი შინაარსის მოსაზრებები წაიკითხონ და როგორი არა, მაშინ როდესაც პირისპირ შეურაცხყოფის დროს გარშემო მყოფი საზოგადოება ლანძღვა-გინების შემსწრე ხდება მისი სურვილის მიუხედავად. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებას არ გააჩნია მყისიერი ძალადობის რეალიზების შესაძლებლობა, რადგან შეურაცხმყოფელი და შეურაცხყოფის სუბიექტი ერთმანეთის პირისპირ არ არიან. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორი შეუძლებლად მიიჩნევს სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებით დაირღვევს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრება. შესაბამისად, არასწორად მიაჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განმარტება, რომ სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებას შესაძლოა მოჰყვეს 166-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ზემოხსენებულთან საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლომ ასკის 173-ე მუხლი 166-ე მუხლის სპეციალურ ნორმად მიიჩნია, ზემოთ განვითარებული ლოგიკა უნდა გავრცელდეს 173-ე მუხლთან მიმართებითაც. 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის რეალურ მიზანს არა სპეციალურ სუბიექტთა პატივისა და ავტორიტეტის დაცვა წარმოადგენს, არამედ იმ საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საფრთხის შექმნის თავიდან არიდება, რომელსაც ეს პირები ახორციელებენ. როდესაც პირი პირისპირ ახდენს პოლიციელის შეურაცხყოფას, ამ დროს ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი და საფრთხე ექმნება პოლიციის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას. ამისგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინებას არ გააჩნია მსგავსი ეფექტი, რადგან ასეთ დროს არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი 4

اختر الفقرة المستهدفة3