ლანძღვა -გინებასა და შესაბამის პირთა სამსახურებრივი მოვალეობის
განხორციელებისას ხელის შეშლაში. მხარე აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო
სასამართლო საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიუთითებს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის ...... გადაწყვეტილებას სანჩესი
საფრანგეთის წინააღმდეგ. მხარე მიუთითებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება
ეხება სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის რეგულირების და არა უხამსობის
საკითხს. საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სიძულვილის ენის გამო
166-ე
სამართლებრივ
პასუხისმგებლობას,
მაშინ
როდესაც
მუხლი
უხამსობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. იმ ქვეყნებში, სადაც
სიძულვილის ენა რეგულირებულია სამართალდარღვევის არსებობისთვის
საკმარისია მხოლოდ სიძულვილის ენის გამოხატვა და მნიშვნელობა არ ენიჭება
იმას გამოხატვას, შესაძლოა თუ არა თან ახლდეს ძალადობის მყისიერი საფრთხე.
ამისგან განსხვავებით, ასკ-ის 166-ე მუხლით ისეთი ტიპის უხამსობაა აკრძალული,
რომელსაც თან ახლავს ძალადობის მყისიერი საფრთხე, რასაც შეუძლია
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ამდენად, მიუთითებს, რომ სასამართლოს
მიერ მითითებული ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არ არის რელევანტური
მოცემულ საქმესთან და სააპელაციო სასამართლომ ასეთი არ უნდა მიიღოს
მხედველობაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორი ითხოვს
დადგენილების გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის საჩივრის თანახმად, ბათუმის
2022
.....
საქალაქო
სასამართლოს
წლის
დადგენილება
არის
დაუსაბუთებელი სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის
ნაწილში (ადსკ-ის 166 მუხლი) და აღნიშნავს, რომ საჩივრია ვტორის
მიმართ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი გამოკვლეული და
დადასტურებულია.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2022 წლის 06 ივლისს ....... სოციალურ ქსელ
,,ფეისბუქის“
პირად
გვერდზე,
გამიზნულად
გამოაქვეყნა
პოლიციის
თანამშრომლების პატივისა და ღირსების შემლახველი, დამამცირებელი პოსტი.
უხამსი სიტყვებით, დედის მისამართით აგინებდა პოლიციის რამოდენიმე
თანამშრომელს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი ზოგადი შინაარსის
არ ყოფილა და შესაძლებელია მასში სამართალდამცავი ორგანოს კონკრეტული
თანამშრომლების ამოცნობა, კერძოდ: პოლიციის …. განყოფილების უფროსის ......
(ფეისბუქ პოსტში მოხსენიებული
ჰყავს როგორც ( კალდუნა ........), ....
განყოფილების უფროსის ........, უბნის ინსპექტორები, სამმართველოს უფროსი …...
და სხვა თანამშრომლები. აღნიშნულზე შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო ადმინისტრაციული
5