სასამართლო აქტები
01/06/2020
უფლების შეზღუდვა, კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნის საპირისპიროდ,
ხდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებით, რომელიც
წარმოადგენს არა კანონს, არამედ კანონქვემდებარე აქტს. ამასთან, მოსარჩელე მხარე
აღნიშნავს, რომ კანონმდებელს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის
არ
მოუხდენია
გამოხატვის
თავისუფლების
შინაარსობრივი
რეგულირების
უფლებამოსილების დელეგირება.
9. მოსარჩელე მხარის აზრით, კანონმდებლის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების
შემთხვევაშიც კი კომისიას თავად არ ჰქონდა უფლება, გამოხატვის თავისუფლების
შინაარსობრივი შეზღუდვის შესაძლებლობა მიენიჭებინა კერძო პირებისათვის, კერძოდ,
ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლისათვის. მოსარჩელე მხარის
მტკიცებით, რეგლამენტით განსაზღვრული დაუშვებელი პროდუქციის ცნებაში მოქცეული
ტერმინები, კერძოდ, სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების
ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი,
უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი და უზუსტო პროდუქცია ბუნდოვანი ხასიათისაა და
ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ასეთ სიტუაციაში კერძო
პირებისათვის
უფლებამოსილების
მინიჭება,
სუბიექტური
შეფასების
საფუძველზე
განსაზღვრონ ინტერნეტში განთავსებული ამა თუ იმ ინფორმაციის დაუშვებელ პროდუქციად
მიჩნევის საკითხი, შემდგომში მათ მიერ ამგვარი პროდუქციის დაბლოკვის და გავრცელების
შეზღუდვის უფლებით, წარმოადგენს დამატებით არგუმენტს გასაჩივრებული ნორმების
არაკონსტიტუციურად მიჩნევისათვის.
10. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე აგრეთვე მიუთითებს, რომ სადავო
რეგულაციით გათვალისწინებული ღონისძიება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის
გამოსადეგი საშუალება. მოსარჩელე განმარტავს, რომ დაუშვებელი პროდუქციის
განთავსებისთვის ვებგვერდის დაბლოკვის და ინფორმაციის წაშლის შემდეგაც კი
ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სხვა ადამიანებისათვის მისი გავრცელების
სისწრაფისა და გადმოწერის სიმარტივის გათვალისწინებით. ამასთანავე, სადავო ნორმებით
დაწესებული შეზღუდვა არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ
საშუალებას. მოსარჩელე მხარე მომხმარებლისათვის ინტერნეტის მიწოდების შეწყვეტისა და
მთლიანი ინტერნეტგვერდის დაბლოკვაზე უფრო ნაკლებად მზღუდავ საშუალებებად
ასახელებს კონკრეტული ბმულის ბლოკირებისა და ფილტრაციის კომპიუტერულ
პროგრამებს, რომლებიც, ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის სანახავად, მოითხოვს
მომხმარებლის მხრიდან აქტიურ მოქმედებას.
11. მოპასუხე მხარის აზრით, სადავო ნორმებით არ ირღვევა გამოხატვის თავისუფლების
შეზღუდვის კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნა. მოპასუხე მხარის
წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს
კანონისა და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისი მუხლების საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას
დაეკისრა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების გაწევასთან და
მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება, მათ
შორის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-7
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კომისიას დაევალა ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის
რეგლამენტის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისათვის მოხდა უფლებამოსილების
დელეგირება კანონის საფუძველზე და ამ დელეგირებით მას მიენიჭა ლეგიტიმაცია,
შეემუშავებინა სამართლებრივი აქტები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ელექტრონული
კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვისკენ იქნებოდა მიმართული.
12. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, ვინაიდან გასაჩივრებული ნორმები
სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება, კომუნიკაციების ეროვნული
კომისია
მათი
შემუშავებისას
მოქმედებდა
როგორც
კომპეტენტური
ორგანო
უფლებამოსილების კანონისმიერი დელეგირების საფუძველზე. მოპასუხე მხარე თავისი
არგუმენტის გასამყარებლად დამატებით მიუთითებს, რომ თავად კანონში დაუშვებელი
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
3/19
اختر الفقرة المستهدفة3
الاتصال بفقرة
Connect to an entity
Disable highlights
أضف إلى جدول المحتويات