სასამართლო აქტები
01/06/2020
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 24-ე
მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული იყო გამოხატვის თავისუფლება. ამ
კონსტიტუციური დებულების თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად
მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად,
წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით“. გამოხატვის თავისუფლება განმტკიცებულია
მოქმედი კონსტიტუციის მე-17 მუხლით. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის
პირველი წინადადება და მე-2 პუნქტი განსაზღვრავს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა
და გავრცელების, აგრეთვე აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის კონსტიტუციურ
გარანტიებს.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლო
სადავო
ნორმების
კონსტიტუციურობას
შეაფასებს
საქართველოს
კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და ამავე მუხლის
მე-2 პუნქტთან მიმართებით.
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით
და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების
თანახმად, „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი
განამტკიცებს ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის მითითებული დებულებები განამტკიცებს გამოხატვის
თავისუფლების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უფლებრივ კომპონენტებს.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, გამოხატვის
თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია (იხ. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის N2/2/516,542 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ
ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
7. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი გამოხატვის თავისუფლების
განსაკუთრებულ მნიშვნელობას: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული
საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი
წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს
შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან
საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
საზოგადოების
თითოეული
წევრის
ჩართულობას“
(საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის N1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თავისუფალი საზოგადოება
შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ
სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და
მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას
გულისხმობს ... დემოკრატიული პროცესის მამოძრავებელია ის ძალა, სულიერი გავლენა,
რომელიც აზრისათვის არის დამახასიათებელი. კონსტიტუცია იცავს აზრის გამოხატვისა და
გავრცელების პროცესს, მის შინაარსსა და ფორმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე
„საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და
პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გამოხატვის თავისუფლება
იცავს „ადამიანის უფლებას, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და
გაავრცელოს საკუთარი აზრი, საგანგებოდ იცავს აზრისა და ინფორმაციის სხვადასხვა
საშუალებით გავრცელების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2012 წლის 11 აპრილის № 1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო
დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1931
5/19
Select target paragraph3
Connect to a paragraph
Connect to an entity
Disable highlights
Add to table of contents